სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბიბლიოთეკო გაკვეთილი
საბიბლიოთეკო გაკვეთილი
2019 წლის 17 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში ჩატარდა საბიბლიოთეკო გაკვეთილი თემაზე - „წარსული, აწმყო, მომავალი - თაობათა ურთიერთობა”. შეხვედრას ბათუმის მერვე საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები დაესწრნენ (პედაგოგი: ნინო ჩხაიძე).
ტექნოლოგიურმა სამყარომ ადამიანებს შორის ვერბალური და ფიზიკური ურთიერთობის დეფიციტი შექმნა, ეს კი განსაკუთრებით, შვილებისა და მშობლების, შვილიშვილებისა და ბებია-ბაბუების ურთიერთდამოკიდებულებაზე აისახა. 
ყურადღება გამახვილდა აღზრდის პროცესში მშობლის როლსა და პასუხისმგებლობაზე, ასევე შვილების მხრიდან რჩევა-დარიგების მიმღეობასა და გაზიარებაზე. თვალსაჩინოებისთვის ნანა კვაჭაძემ მოსწავლეებს ქარული ლიტერატურის ორი თვალსაჩინო მოთხრობა “ოთარაანთ ქვრივი” და “თავსაფრიანი დედაკაცი” მოუყვანა. საუბარი ასევე შეეხო, თაობათა შორის ურთიერთობის ისტორიულ მეხსიერებას. 
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: ავტორიტარული, ავტორიტეტული და ლიბერალური. მოსწავლეების უმრავლესობა ავტორიტეტულ ოჯახში ცხოვრებას ირჩევს, თუმცა, ისინი მშობლებისგან ნებისმიერი შენიშვნისა და აკრძალვის დასაბუთებას ითხოვენ, რაც ხშირ შემთხვევაში დეფიციტურია.
 

«««