სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


,,ბიბლიოთეკის კვირეულის“ გახსნა
,,ბიბლიოთეკის კვირეულის“ გახსნა

  2012 წლის 23 აპრილს, 15 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა ,,ბიბლიოთეკის კვირეულის“ გახსნა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ კომახიძის  დაბადებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეიმურაზ კომახიძის წიგნის ,,აჭარის    ენციკლოპედიური ცნობარი“ (წიგნი  1 და წიგნი მე-2 ) წარდგენა. მანვე ბიბლიოთეკის სახელით თეიმურაზ კომახიძეს საჩუქრად გადასცა ავტოკალამის კომპლექტი.

  ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ და ისაუბრა ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში  დაგეგმილ ღონისძიებებზე.

  მწერალ თეიმურაზ კომახიძეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა იური სიხარულიძემ, მწერალმა დავით თედორაძემ, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ და სხვებმა.

   ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები.

    საღამო მიყავდა მანანა სულაბერიძეს.

 


«««