სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ბიბლიოთეკის კვირეულის" დახურვა
"ბიბლიოთეკის კვირეულის" დახურვა

2012 წლის 30 აპრილს, 15 საათზე ბიბლიოთეკაში  გაიმართა ბიბლიოთეკის კვირეულის დახურვა. საქართველოს ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკის მოამაგეებთან და ერთგულ მკითხველებთან. აჭარის საბიბლიოთეკო სფეროს მუშაკთა 2011 წლის საუკეთესო ნომინანტთა მეცხრე კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება. დამსწრეთ საქართველოს ბიბლიოთეკარის დღე  მიულოცა ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ.

ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს ქალაქ ბათუმის მერის მოადგილემ ნათია სურგულაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, მწერალმა რამაზ სურმანიძემ, საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა ეთერ ცივაძემ, მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილემ თენგიზ თავდგირიძემ, საჯარო ბიბილიოთეკის დირექტორის მოადგილემ  ლილი ჭყონიამ  და სხვებმა.

  ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის 62 ბიბლიოთეკარი და აჭარის რეგიონების ბიბლიოთეკებიდან მოწვეული 5 ბიბლიოთეკარი დასაჩუქრდნენ თაიგულებით, ხოლო აჭარის საბიბლიოთეკო სფეროს მუშაკთა მეცხრე კონკურსში გამარჯვებული 10 ნომინანტი დაჯილდოვდა ,,აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის“ სიგელით, ფასიანი საჩუქრითა და თაიგულით.

 ღონისძიებას საზეიმო ელფერი შემატა საჯარო ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი სლაიდების ჩვენებამ  და მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ტრიოს მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. 


«««