სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პოეზიის საღამო „ვკითხულობთ მსოფლიო პოეზიის მარგალიტებს“
პოეზიის საღამო „ვკითხულობთ მსოფლიო პოეზიის მარგალიტებს“

2018 წლის 29 ნოემბერს, 16 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უცხოური ლიტერატურის განყოფილებამ ჩაატარა ღონისძიება: „ვკითხულობთ მსოფლიო პოეზიის მარგალიტებს“. შეხვედრაზე წაკითხულ იყო ლექსები ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და უკრაინულ ენებზე. საღამოს მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდებმა და პოეზიის მოყვარულებმა საზოგადოებას ჟაკ პრევერის, უილიამ შექსპირის, ჰაინრიჰ ჰაინეს, გალაკტიონ ტაბიძის, შოთა რუსთაველის, ტერენტი გრანელის პოეზიის მარგალიტები წარუდგინეს. ღონისძიებას უძღვებოდა ბიბლიოთეკის უცხოური ლიტერატურის განყოფილების გამგე ქეთევან ხოსრუაშვილი. 


«««