სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საუბარი ახალგაზრდობასთან: „ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“
საუბარი ახალგაზრდობასთან: „ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“
2018 წლის 29 ნოემბერს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო დარბაზში, ჩატარდა საუბარი ახალგაზრდობასთან: „ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები. (პედაგოგი მანანა გოგუაძე.)
ღონისძიება გახსნა საბავშვო-ახალგაზრდობის ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ. 
ღონისძიებას უძღვებოდა მთავარი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა
მოსწავლეებმა ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის დიდ ღვაწლზე ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა თინა მელაძემ მოსწავლეებს წარუდგინა ისტორიულ თემაზე მიძღვნილი ლიტერატურა. წამყვანმა ბიბლოთეკარმა მზევინარ ჯიჯავაძემ კი მოამზადა სლაიდი ივანე ჯავახიშვილის ცხოვრების შესახებ და ბავშვებს ახალი ლიტერატურის სარეკომენდაციო საძიებლები დაურიგა.
პედაგოგმა მანანა გოგუაძემ ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებაზე და მის ღვაწლზე პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნის საქმეში.

«««