სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქეთევან კუკულავას წიგნის "დაკარგულები" წარდგენა
ქეთევან კუკულავას წიგნის "დაკარგულები" წარდგენა
2018 წლის 27 ნოემბერს,16 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ მწერალ, ჟურნალისტ და მსახიობ ქეთევან კუკულავას წიგნის „დაკარგულები“ წარდგენას უმასპინძლა.
 საღამოზე დამსწრე საზოგადოებას ქართველი ემიგრანტების ცხოვრების ამსახველი ისტორიების კრებულის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს პოეტმა ბელა ქებურიამ, „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ დირექტორმა რუსუდან გოგიბერიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარიკა ხელაძემ, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა გენო გოგიბერიძემ, პოეტმა ნონა ლატარიამ და სხვა სტუმრებმა. „კავკასიის ბიზნეს სკოლის“ მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებას ნოველები და მონოპიესა წარუდგინეს,ხოლო მეოთხე კლასელმა მოსწავლეებმა სიმღერაც შეასრულეს. დამსწრე საზოგადოებამ ამ თბილ და ამავე,დროს სევდიან საღამოს დასასრულს,ქართველ ემიგრანტებს ექსპრომტად სიმღერაც მიუძღვნეს.

 


«««