სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


,,დაჩის ზღაპრების“ თანამედროვე იმიჯი
,,დაჩის ზღაპრების“ თანამედროვე იმიჯი

2018 წლის 27 ნოემბერს, დღის 14 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა დიალოგი ,,დაჩის ზღაპრების“ თანამედროვე იმიჯი. ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეები (კლასის დამრიგებელი ხათუნა მამულაიშვილი). მოსწავლეებს მიესალმა განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე, ხოლო ღონისძიება მოამზადა ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ. წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ოტია იოსელიანის ბრძნული გამონათქვამები და ლექსები. ,,დაჩის ზღაპრების“ შესახებ დიალოგი აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ,,ოტია იოსელიანი“.


«««