სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გერმანელი კლასიკოსები
გერმანელი კლასიკოსები

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის უცხოურმა განყოფილებამ, 2018 წლის 22 ნოემბერს,16 საათზე ჩაატარა შემეცნებითი საღამო „გერმანელი კლასიკოსები“. გერმანული ლიტერატურის კლასიკოსების - ვ.გოეთეს, ჰ.ჰაინეს და თ.მანის ბიოგრაფია და შემოქმედება უცხოური განყოფილების უფროსმა ქეთევან ხოსრუაშვილმა წარმოგვიდგინა. ასევე დიდი გერმანელი კომპოზიტორების პორტრეტული შტრიხები წამყვანმა ბიბლიოთეკარმა თამარ ბუთურიშვილმაც შემოგვთავაზა.

საღამოზე ქ. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათია სიხარულიძესთან ერთად, წარმოგვიდგინეს გერმანულენოვანი პრეზენტაციები ა. აინშტაინისა და თანამედროვე გამოჩენილი გერმანელი მოღვაწეების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების გერმანული ენის პედაგოგები და მოსწავლეები.


«««