სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მაკა დიდებულიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შთაბეჭდილებები
მაკა დიდებულიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შთაბეჭდილებები

2018 წლის 21 ნოემბერს, 17 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს მაკა დიდებულიძეს უმასპინძლა. ქალაბატონი მაკა ესწრებოდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას ფრანკფურტში, სადაც 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველო,“საპატიო სტუმარი“ქვეყნის სტატუსით წარსდგა. ამსახველი ფოტომასალით შედგენილი სლაიდ-შოუს მეშვეობით მაკა დიდებულიძემ შთაბეჭდილებები გაუზიარა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას. 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბიბლიოთეკებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ქალბატონ ინგა გოგიბერიძის პროექტ „წიგნიერი ზაფხული“ პირველი შეხვედრა 4 ივლისს შედგა, როდესაც ქალბატონი მაკა დიდებულიძე ხაშურის საბავშვო ბიბლიოთეკასთან არსებული თეატრალიზებულ სტუდიასთან ერთად გვეწვია და ჩვენს მკითხველებს და ბათუმს ულამაზესი, საინტერესო სპექტაკლი „სამშვენიეროს ლამაზმანები“ აჩუქა. სწორედ მაშინ შედგა პირველი შეთანხმება გაგრძელებულიყო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებასა და და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას შორის. ამ შეთანხმების ფარგლებში გვესტუმრა ქალბატონი მაკა 21 ნოემბერს და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად მომავალი თანამშრომლობაც დაიგეგმა.

 

 


«««