სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალგაზრდა დრამატურგის გუგა მგელაძის პიესების წარდგენა
ახალგაზრდა დრამატურგის გუგა მგელაძის პიესების წარდგენა

ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ახალგაზრდების შეკრების და მათი პოპულარიზაციის საუკეთესო ადგილი ხდება. 2018 წლის 14 ნოემბერს, 17 საათზე, სწორედ ახალგაზრდა ბათუმელის, დრამატურგ გუგა მგელაძის პიესების კრებულის -"ტელევიზიის მოკრძალებული ხიბლი" წარდგენა ჩატარდა.
საღამოს, დრამატურგის პიესების, ცოცხალი კითხვის ფორმა ჰქონდა...... პიესებს კითხულობდნენ ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე, ხულოს დრამატული თეატრის მსახიობები რამაზ ბოლქვაძე და ლევან აბულაძე. ღონისძიებას მუსიკალურად მუსიკოსი ნიკოლოზ კახიძე, საკუთარი კომპოზიციებით აფორმებდა. თბილი, უშუალო და საინტერესო საღამო ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა წამყვანი ბიბლიოთეკარი თამარ ბუთურიშვილი.

 

 

 

«««