სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი წიგნების წარდგენა
ახალი წიგნების წარდგენა

2018 წლის 15 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ჩატარდა ახალმიღებული წიგნების წარდგენა. ახალმიღებული წიგნების წარდგენას განხილვის სახით ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ირმა რომანაძე). მოსწავლეებს მიესალმა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ქალბატონი თინა ცენტერაძე. წარდგენას უძღვებოდა მთავარი ბიბლიოთეკარი მედეა კალანდარიშვილი. ბიბლიოთეკარმა შესავალ ნაწილში, მოკლედ ისაუბრა წიგნის, ბიბლიოთეკის, კომპიუტერის მნიშვნელობაზე; ისაუბრა იმაზეც, თუ, რა გავლენას ახდენს წიგნი და ბიბლიოთეკა ადამიანის აზროვნებასა და გრძნობათა სამყაროზე. საკუთარ გამოცდილებიდან გამომდინარე ურჩია მათ, უპირატესობა წიგნს მიანიჭონ! განხილული იყო შემდეგი წიგნები: 1. საყმაწვილო ენციკლოპედია-8000 საოცარი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე. 2. საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის. 3. რევაზ ინანიშვილი-დედა და სხვა მოთხრობები. 4. არჩილ სულაკაური-ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები. 5. მიხეილ ჯავახიშვილი-კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები.


«««