სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გიორგი კეკელიძის ვიდეო -საჯარო ლექცია "წიგნიერება"
გიორგი კეკელიძის ვიდეო -საჯარო ლექცია "წიგნიერება"
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2018 წლის 8 ნოემბერს, 15 საათზე ჩატარდა პოეტ, პროზაიკოს, ესეისტ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორ გიორგი კეკელიძის ვიდეო-საჯარო ლექციის ჩანაწერის ჩვენება თემაზე - "წიგნიერება“.
ცნობილი ლექტორების და პროფესორების ვიდეო-საჯარო ლექციების გაცნობა ახალი თაობისთვის, ჩვენი ბიბლიოთკის ახალი შემეცნებითი და მნიშვნელოვანი პროექტია.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ კერძო სკოლა „ნიკეს“ მეშვიდეკლასელები,პედაგოგ თეა მალაყმაძესთან ერთად და სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები.
შეხვედრის წამყვანმა, თამარ ბუთურიშვილმა მოსწავლეებს გააცნო გიორგი კეკელიძის ბიოგრაფია.ვიდეო -ლექციის დასრულების შემდგომ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ჩვენი ბიბლიოთეკის სხვა,ახალ პროექტებში აქტიური მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
#იკითხეთ ჩვენთან ერთად! #წიგნიერება მნიშნელოვანია! 

«««