დიალოგი „გიორგი ლეონიძე-ქართული მწერლობის ნატვრისთვალი“
2018 წლის 18 მაისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახლაგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა დიალოგი - „გიორგი ლეონიძე - ქართული მწერლობის ნატვრისთვალი.“ დიალოგში მონაწილეობას ღებულობდნენ ქალაქ ბათუმის კერძო სკოლა ,,ევრო-2000’’ მე-7 კლასის მოსწავლეები, (პედაგოგი ნინო ქაჯაია). მოსწავლეებმა მწერლის ბიოგრაფიაზე და შემოქმედებაზე ისაუბრეს, დიდი სიყვარულით და ემოციით წაიკეთხეს გიორგი ლეონიძის ლექსები, ნაჩვენები იყო საინტერესო სლაიდი.
დიალოგს უძღვებოდა განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე.