„ნიკო კეცხოველი - ქვეყნის და ბუნების მოამაგე“
2017 წლის 15 დეკემბერს, 14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახლაგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა საუბარი „ნიკო კეცხოველი - ქვეყნის და ბუნების მოამაგე“, მიძღვნილი მწერლის დაბადებიდან 120 წლისადმი. ღონისძიებას ესწრებოდა მე-10 საჯარო სკოლის მე-8 კლასი, დამრიგებელი ნატო ჯვარშეიშვილი.
ბოტანიკოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მრავალი რეგალიების მფლობელი და კარგ საქმეთა მკეთებელი, მოსწავლეებს გავაცანით როგორც უბრალოდ დიდი ადამიანიც. წარვადგინეთ წიგნი „კიდევაც დაიზრდებიან“...