შეხვედრა მწერალ გურამ პეტრიაშვილთან
2017 წლის 5 სექტემბერს, 16 საათზე ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა შეხვედრა მწერალ გურამ პეტრიაშვილთან. პატარებს, განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ, წაუკითხა გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი - „პიანინო და პეპლები“, რომლის წაკითხის შემდეგ ბავშვებმა ზღაპარი ფურცელზე გადაიტანეს.... სწორედ ამ ნახატებზე, ბიბლიოთეკის ერთგულ მკითხველებს ჩვენმა საყვარელმა მწერალმა ავტოგრაფები უსახსოვრა .......