2017 წლის 20 ივნისს, 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ნანა ახალაძის მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი 2017 წელს გამოცემული წიგნის „გი დე მოპასანის რჩეული ნოველები. ესეები“ წარდგენა. ახალგამოცემულ წიგნზე ისაუბრეს პროფესორებმა რ. სურმანიძემ, ნ. ბარამიძემ, ნ. ბასილაძემ, ს. დუმბაძემ, თ. შიოშვილმა, ა. ზოიძემ. მწერლებმა ანა დუნდუამ, ც. ანთაძემ, ა. კუდბამ, ნ. ბოლქვაძემ. პედაგოგებმა ქ. ტოფაძემ, ჟ. შამილაძემ.
გამომსვლელებმა ანა ახალაძეს მიულოცეს საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ მინიჭებული ჯილდო - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.
დასასრულს, ნანა ახალაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრეთ და უპასუხა დასმულ შეკითხვებს.