სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


დიალოგი „პოლიკარპე კაკაბაძე - ეპოქა, დრო-ჟამი მწერლის თვალთახედვით“
დიალოგი „პოლიკარპე კაკაბაძე - ეპოქა, დრო-ჟამი მწერლის თვალთახედვით“

2017 წლის 14 ივნისს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება-დიალოგი - „პოლიკარპე კაკაბაძე-ეპოქა, დრო-ჟამი მწერლის თვალთახედვით“. 
ღონისძიებას უძღვებოდა წამყვანი ბიბლიოთეკარი ელეონორა ძიგუა. 
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქ. ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები. პედაგოგები დარეჯან იმნაიშვილი, ასმათ დიასამიძე. 
ბავშვებმა ისაუბრეს პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედებაზე. წარმოადგინეს ინსცენირება „ყვარყვარე თუთაბერიდან“.
პერიოდიკის დარბაზის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ნინო ნაკაშიძემ ბავშვებს გააცნო სტატიები და ამონარიდები ჟურნალ-გაზეთებიდან პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედების შესახებ.
პედაგოგმა დარეჯან იმნაიშვილმა ისაუბრა პოლიკარპე კაკაბაძის დამსახურებაზე ქართული სათეატრო ხელოვნების განვითარების საქმეში.
საბავშვო-ახალგაზრდობის გამგემ, მწერალმა ინგა გოგიბერიძემ ისაუბრა პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედების დიდ მნიშვნელობაზე.
დასასრულს ბავშვებმა თავისი მოსაზრებები გამოთქვეს „ყვარყვარიზმზე“, გაავლეს პარალელები. ღონისძიებამ ჩაიარა შემოქმედებით გარემოში. 
ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებს, პედაგოგებს ლამაზი და შინაარსიანი საღამოსათვის.


«««