სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


არტურ ლაისტის წიგნის „საქართველოს გული“ წარდგენა
არტურ ლაისტის წიგნის „საქართველოს გული“ წარდგენა

2017 წლის 8 ივნისს, 14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა გერმანელი მწერლის არტურ ლაისტის წიგნის „საქართველოს გული“ წარდგენა. გვსტუმრობდა ქალაქ ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელი ლალი შარვაძე. 

შეხვედრა მიჰყავდა განყოფილების უფროსს ინგა გოგიბერიძეს, ხოლო თავად წიგნი წარადგინა მოსწავლეთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ჟუჟუნა მამუჭაძემ. საინტერესო მასალები არტურ ლაისტზე და პრესიდან ამონარიდები წარადგინა პერიოდიკის დარბაზის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ნინო ნაკაშიძემ. „საქართველოს გული“, ეს არის უცხოელის თვალით დანახული და აღქმული სამყარო ჩვენი ქვეყნისა. მისი ულამაზესი ბუნების, ადამიანების, ცალკეული კუთხეების, ქართული სოფლის, სტუმართ მოყვარეობისა და მეგობრობის, წარმოდგენილი ილია მართლისა და არტურ ლაისტის მეგობრობის მაგალითზე.


«««