სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ვახტანგ ჭელიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობასთან
ვახტანგ ჭელიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობასთან
2017 წლის 27 აპრილს, 15 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას სტუმრად წმინდა კეთილ მორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის (გიმნაზია) მეშვიდე და მერვე კლასელები ეწვივნენ. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ისტორიულ- ლიტერატურული კომპოზიცია ვახტანგ ჭელიძის შემოქმედების ირგვლივ... გაგვაოცეს პატარებმა საოცარი მეტყველების კულტურით და დიქციით... არცერთი ყალბი სიტყვა და ბგერა...... მადლობა კლასის დამრიგებელს ხათუნა მიმინოშვილს და დირექტორის მოადგილეს კლასგარეშე მუშაობის დარგში ხათუნა მამულაიშვილს.
საოცარი მზიანი დღე და სიყვარულით ანთებული თვალები გვიცქეროდნენ...... ასეთი დამოკიდებულებისადმი წიგნისადმი პროექტის #წიგნიავტორიმკითხველი, სამუშაო ჯგუფის წევრებმა პედაგოგმა ნატალია კეჭეხმაძემ, პოეტებმა მაყვალა დავლაძემ, მელი თურმანიძემ და პროზაიკოსმა ინგა გოგიბერიძემ ჩაქვის სკოლა გიმნაზიის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს საჩუქრად..... შეხვედრა ზეთანამედროვე პოეტებმა მელი თურმანიძემ და მაყვალა დავლაძემ საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს.
 

«««