სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა

2017 წლის 24 აპრილს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხე“-ში ამერიკის დღეები 2017-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ამერიკის დღეების ფარგლებში აღინიშნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური სექციის წარმომადგენელი ლორა ჰოჩლა, ქალაქ ბათუმის მერი, ბატონი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრა მუსიკალურად ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა გააფორმეს. შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთო წარსულს, მიღწევებსა და საერთო მომავალს.

 

    

   


«««