სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და შემოქმედება“
„საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და შემოქმედება“

2017 წლის 31 მარტს, 15 საათზე ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ქ. ბათუმის №22 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები-პედაგოგი ნარგული ხიმშიაშვილი.
ბავშვებმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მის უდიდეს ღვაწლზე ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში. წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს ზვიად გამსახურდიას იგავ-არაკები. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პროფესორი მერაბ მეგრელიშვილი, უზენაეს საბჭოს დეპუტატი, ლექტორი ნუგზარ ჩხაიძე, პროფესორი თამაზ ბერიძე, უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ცეცხლაძე. მწერალი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი ნუგზარ თხილაიშვილი. სტუმრებმა გაიხსენეს ზვიად გამსახურდია, ისაუბრეს პრეზიდენტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. 

 

 


«««