სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საბავშვო წიგნების წარდგენა
საბავშვო წიგნების წარდგენა
2017 წლის 24 მარტს, 14 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა ახალი წიგნების წარდგენა. ბავშვებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძე და მამუკა  სალუქვაძის საბავშვო პოემა - „თუთიყუში ჟაკოს თავგადასავალი“ წარუდგინა მოსწავლეებს.
საორიენტაციო-ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა ჩაატარა დარბაზის მთ. ბიბლიოთეკარმა მ. კალანდარიშვილმა რომელმაც მიმოიხილა შემდეგი დასახელების ლიტერატურა:
1. ვეფხისტყაოსანი ბავშვებისათვის/პროზაული ვერსია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“-ს მიხედვით.
2. კეკელიძე ბ. „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი“.
3. საყმაწვილო უნივარსალური ენციკლოპედია-ყველაფერი რაც უნდა იცოდე.
4. დავით კლდიაშვილი სოლომონ მორბელაძე და სხვა მოთხრობები.
წიგნების წარდგენას დაესწრო №10 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ირმა რომანაძე.
 

«««