2016 წლის 18 ოქტომბერს, 15 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში ,,ვეფხისტყაოსნის სტროფების კვალდაკვალ’’, რომელშიც ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ: ქალაქ ბათუმის №9, №10, №20 საჯარო სკოლის მოსწავლეება. ძალიან დიდი ინტერესით, გულისყურით და რუდუნებით გამოჰყავდათ ვეფხისტყაოსნის აფორიზმები კონკურსანტებს, კონკურსი თითქმის ორი საათი გაგრძელდა, რომელიც კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.
გამარჯვება მოიპოვეს:
პირველი ადგილი-აბაშიძე ლანა-მე-20 საჯარო სკოლა
მეორე ადგილი-ბერიძე რეზო-მე-10 საჯარო სკოლა
მესამე ადგილი კი ორ მოსწავლეს ერგო, იზა გრიგოლია და ანა დოლიძე-მე-20 საჯარო სკოლა.