სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საჯარო ლექცია „ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაცია: პრობლემა თუ პრეტენზია?“
საჯარო ლექცია „ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაცია: პრობლემა თუ პრეტენზია?“

2016 წლის 9 ივნისს, 18 საათზე ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის ორგანიზებით და ბათუმის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ქალთა პოლიტიკური რეპრეზენტაცია: პრობლემა თუ პრეტენზია?“

საჯარო ლექციაზე მოხსენება წაიკითხა ლონდონის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრმა ნაზიბროლა (ნაცო) ბერიძე გაბაიძემ. საჯარო ლექციაზე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები ქალთა ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საჯარო ლექციის ფარგლებში მომხსელებელმა გაამახვილა ყურადღება იმის შესახებ თუ რამდენად ცოტაა ქალთა წარმოდგენლობა მსოფლიოს საკანონმდებლო ორგანოებში, რას ფიქრობენ პოლიტიკური რეპრეზენტაციის თეორიტიკოსები, არიან თუ არა ქალები არათანბრად წარმოდგენილი მსოფლიოს პარლამენტებში და სხვა. 

საჯარო ლექციის პირველ ნაწილში მომხსენებელმა ისაუბრა პოლიტიკური რეპრეზენტაციის მნიშვნელობაზე და ფორმებზე, იმაზე თუ რა იმპლიკაცია შეიძლება ქონდეს სუბსტანციურ თუ დესკრიფციულ რეპრეზენტაციას ქალთა თანაბარ წარმომადგენლობაზე მსჯელობისას.

საჯარო ლექციის მეორე ნაწილში მომხსენებელმა, აუდიტორიას გააცნო ორი ძირითადი არგუმენტი - სამართლიანობის და განსხვავების - რომლებსაც ქალთა რეპრეზენტაციის თეორეტიკოსები იყენებენ იმის დასამტკიცებლად თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ქალთა არათნაბარმა პოლიტიკურმა რეპრეზენტაციამ. 

მომხსენებლმა ძირითადად მიმოიხილა ჰანა პიტკინის, აირის მარიონ იანგის და ან ფილიპსის სემინალური ნაშრომები. 

საჯარო ლექციას მოდერირებას უწევდა საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის საჯარო ლექციების პროექიტის ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე.


«««