2015 წლის 10 ნოემბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში პროექტის "ბათუმი და ბათუმელები" ფარგლებში ახალგაზრდობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა "ნიჭიერ ახალგაზრდებთან". შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ფოტო და კინო ნამუშევრები, დიზაინერთა კოლექციები; წაკითხული იქნა საკუთარი ლექსები; შესრულდა სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წარმოგვეჩინა ნიჭიერი ახალგაზრდები და დაგველოცა მათი სამომავლო გზები!