
2014 წლის 2 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით ბიბლიოთეკის "ამერიკულ კუთხეში" მიმდინარეობს პროექტის "ბათუმის "ამერიკული კუთხის" საზაფხულო ბანაკი 2014" განხორციელება. პროექტში მონაწილეობს ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების 25 უფროსკლასელი და მიზნად ისახავს 12 დღის განმავლობაში ამერიკის უკეთ გაცნობას, ინგლისურ ენაზე თავისუფლად მეტყველების და მოსმენის უნარის გამომუშავებას, ლექსიკის გამდიდრებას, და ა. შ. ღონისძიებათა პროგრამა დატვირთულია კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივოვებით. პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.