სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი

2014 წლის 23 მაისს, 14 საათზე პროექტის „ევროპული დღეები“ ფარგლებში ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ახალგაზრდები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

სტუმრები გაეცნენ ბიბლიოთეკას, საჩუქრად გადასცეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალები, გაიხსნა ნატოს და ევროკავშირის კუთხე. მოხდა ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის გაცნობა. სტუმრებმა უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.


«««