ყოველწლიური ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი“
‼️ 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველწლიური ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი“ გაიმართება.
წელს კონკურსი ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში.
კონკურსანტებმა 2 ნოემბერს 14:00 საათზე რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ თავიანთი ქალაქების ბიბლიოთეკებს შემდეგ მისამართებზე:
1. თბილისი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი (ლ. გუდიაშვილის ქ. 7)
2. ბათუმი. აკაკი წერეთლის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკა (ივ. ჯავახიშვილის ქ. 72)
3. ქუთაისი. ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ლ. ნუცუბიძის ქ. 1)
4. თელავი. მთავარი ბიბლიოთეკა (ერეკლე II-ის მოედანი 1)
15:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაასახელებს ესეს სათაურს პირდაპირ ეთერში ეროვნული ბიბლიოთეკის facebook-ის გვერდზე - https://www.facebook.com/NationalLibraryofGeorgia
კონკურსანტებს ნამუშევრის შესაქმნელად ეძლევათ 4 საათი. ნაწერებს ჩაიბარებს საკონკურსო კომისია.
ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და საჩუქრებით.
კონკურსის მხარდამჭერებია არიან: თიბისი ბანკი, ელექტრონული წიგნები „საბა“, ჩეხეთის საელჩო და სხვადასხვა გამომცემლობები.