სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გილოცავთ პროფესიულ დღეს!
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გილოცავთ პროფესიულ დღეს!
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გილოცავთ პროფესიულ დღეს!
 
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.
--------------------
იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. 
 
უკვე რამდენიმე წელია საქართველოში სწორედ ამ დღეს ასახელებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს. 
,,უდიდესია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, რომლის ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომაც გისურვებთ, რომ ძალიან ბევრი წარმატებული, ღირსეული და განათლებული თაობა აღგეზარდოთ! "

«««