"რას მიირთმევ?"

ვიწყებთ განაცხადების მიღებას ძალიან სახალისო და შემეცნებით პროექტზე - "რას მიირთმევ?"
თუ ხარ VI-X კლასების მოსწავლე, ცხოვრობ ბათუმში და გაინტერესებს ქიმია, ბუნებისმეტყველება და კულინარია - ეს პროექტი შენთვისაა!
სარეგისტრაციო - https://bit.ly/3ptGi5h
პროექტის „რას მიირთმევ?“ აქტივობების ფარგლებში შევისწავლით, რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ცომის მოზელისა და ცხობისას, რა არის და როგორ მოქმედებს საფუარი, გლუტენი, რა განსხვავებაა ცომის სახეობებს შორის და როგორ ცხვება შენი საყვარელი ცომეული.
პროექტი ხორციელდება გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ბათუმის ამერიკული კუთხის მიერ, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 20 მაისი!
‼️მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით‼️