სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროფესორ შუშანა ფუტკარაძის 80 წლის იუბილე
პროფესორ შუშანა ფუტკარაძის 80 წლის იუბილე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ შუშანა ფუტკარაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
---------- 
ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქალბატონი შუშანა ბათუმის საჯარო  ბიბლიოთეკის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია.
გთავაზობთ ბიბლიოთეკართა გულწრფელ მილოცვას:
  ,,ცნობილ ქართველ მეცნიერს, ემერიტუს-პროფესორ შუშანა ფუტკარაძეს უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ 80 წლის იუბილეს! 
 ქალბატონო შუშანა, ფასდაუდებელი და უნიკალურია თქვენი შრომები.  ჩვენებურებთან კარდაკარ მოიძიეთ და საქართველოში დააბრუნეთ ქართული მარგალიტები - ჩვენი საგანძური. 
 ამაგდარო ქალბატონო,  გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას ორი ქვეყნის ქართველთა სასიკეთოდ და საიმედოდ! 
უფალმა დალოცოს სამშობლოსათვის გაწეული თქვენი ღვაწლი!
პატივისცემით,
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექტივი.

«««