საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას უახლესი წიგნების შესაძენად 900-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდ „არველაძის“ ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროცესი შედგა.
საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას უახლესი წიგნების შესაძენად 900-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ, რომელთა განაღდებას ისინი ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან შეძლეს.
გამოფენაზე მიწვეული იყო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაც. საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ სასაჩუქრე ვაუჩერით 81 წიგნი შეარჩია, მათ შორის მხატვრული ლიტერატურა და საბავშვო წიგნები.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონების ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის უახლესი გამოცემებით ყოველწლიურად განახლება.