სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
 არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა
ბათუმის მერიაში, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის.
 
დღეს არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა.
 
შერჩეული15 წევრი მერის უფლებამოსილების ვადამდე განახორციელებს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვას.
 
ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები.
 
საბჭოს წევრები კონკურსის წესით შეირჩნენ.
 
არჩილ ჩიქოვანი • Archil Chikovani - სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინიციატივა, შექმნილიყო ახალგაზრდული საბჭო, რომელიც აქტიურად იქნებოდა ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს ინიციატივა უკვე სისრულეში მოვიყვანეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს მერის სათათბირო ორგანო. საბჭო იმუშავებს ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე, უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებას.
ბათუმის მერია ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს, შესაბამისად, პრიორიტეტულია ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
წარმატებები მინდა ვუსურვო საბჭოს წევრებს, მჯერა, რომ ერთობლივად შევძლებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ისეთი პროექტების შექმნას, რომლებიც აუცილებლად გამოადგება ჩვენს ქალაქსა და ბათუმელ ახალგაზრდებს.

«««