სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აშშ-ის საელჩო აცხადებს საზაფხულო გამოწვევას კითხვაში
აშშ-ის საელჩო აცხადებს საზაფხულო გამოწვევას კითხვაში
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე სამყაროს შესწავლის საუკეთესო საშუალება არის კითხვა. წელს ამერიკის საელჩო იწვევს ქართველ ბავშვებს, მონაწილეობა მიიღონ საელჩოს საზაფხულო კითხვის გამოწვევაში.
„წიგნებს შეუძლიათ თქვენი წაყვანა მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამყაროს მიღმაც. კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში და ადრეული ასაკიდან დაწყება კითხვის ჩვევად ქცევაში გვეხმარება”- ამბობს ელჩი დეგნანი. „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ამ ზაფხულსაც კითხვაში გაატარებს. Ჩვენ ვიწვევთ ქართველ ბავშვებს, იკითხონ ჩვენთან ერთად”.
 
 Პროგრამა მარტივია: აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ, შეავსეთ ამერიკული სივრციდან მიღებული წიგნის ფორმა და დაუბრუნეთ მათ 10 სექტემბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, რომ წიგნები გამოიტანონ ამერიკული სივრციდან, საჯარო, სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.
 
ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავს, მიიღებს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს მაინც წაიკითხავენ, მიიღებენ ოქროს სერტიფიკატს. ქულები ინგლისურად წაკითხული გვერდებისთვის გაორმაგდება.
 
Პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, წიგნები ინგლისურ და ქართულ ენებზე და წიგნის წაკითხვის შემდეგ შესავსები ფორმები შეგიძლიათ, ნახოთ ამერიკულ სივრცეში თქვენთან ახლოს:
 
- თბილისის ამერიკული კუთხე - მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზირი #6
- მარნეულის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, რუსთაველის ქუჩა #73
- რუსთავის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, შარტავას ქუჩა #11
- თელავის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ერეკლე მეფის ქუჩა #1
- ყვარლის ამერიკული თარო - #1 საჯარო სკოლა, სააკაძის ჩიხი #5
- ამერიკის საელჩოს მოძრავი ბიბლიოთეკა (ბუქმობილი), წეროვანი, ფრეზეთი და გალავანი
- გორის ამერიკული თარო - ცენტრალური ბიბლიოთეკა, სტალინის ქუჩა #8
- ხაშურის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ძნელაძის ქუჩა #10
- ქუთაისის ამერიკული კუთხე - საბავშვო ბიბლიოთეკა, დუმბაძის ქუჩა #2
- ოზურგეთის ამერიკული თარო - ცენტრალური ბიბლიოთეკა, 26 მაისის ქუჩა #9
- ზუგდიდის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, მერაბ კოსტავას ქუჩა #58
- ბათუმის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ვაჟა ფშაველას ქუჩა #21
- ხულოს ამერიკული თარო - ბიბლიოთეკის კულტურის ცენტრი, ჭავჭავაძის ქუჩა
- ახალციხის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, თამარ მეფის ქუჩა #6 ა
 
ამ პროექტით ამერიკის საელჩო მხარს უჭერს 2021 წელს თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას, რაც წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის დიდი ზეიმია. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კამპანიაში და გააზიარონ ზაფხულში საკითხავი წიგნები სოციალურ მედიაში ჰეშთეგებით: #SpendYourSummerReading და #TbilisiWorldBookCapital.

«««