სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


9 აპრილი - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
9 აპრილი - ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. თბილისში მომხდარ სისხლიან მოვლენებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების სიცოცხლე ემსხვერპლა.
9 აპრილს, 20:00 საათზე ბათუმის ამერიკული კუთხის ონლაინ საჯარო ლექციის განმავლობაში საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარ ტრაგედიას გავიხსენებთ. შეხვედრას საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო რეგიონული კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გაუძღვება. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ 9 აპრილის ტრაგედიაზე, მოვლენების წინაპირობებსა და შედეგებზე. სპიკერი ასევე ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო პროტესტის როლზე, რუსული პროპაგანდის საფრთხესა და კრემლის საინფორმაციო ომის მახასიათებლებზე.
დარეგისტრირდი ონლაინ სარეგისტრაციო ფორმით აქ: https://forms.gle/BDHwtGxQhF365m1K8
დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, ბათუმის ამერიკული კუთხე კედლის მხატვრობის მემორიალური ნამუშევრის შექმნას დააფინანსებს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება (მისამართი: ფარნავაზ მეფის ქუჩა, მე-3 საჯარო სკოლის გალავანი).

«««