პროექტი #ეკვილიბრიუმი
პროექტმა #ეკვილიბრიუმი, რომელსაც მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხელმძღვანელობს, მთელი საქართველო მოიცვა. ბატონი გიორგი აჭარას ხშირად სტუმრობს და რათქმაუნდა არ ტოვებს აჭარის მაღალმთიან სოფლებს უყურადღებოდ.... დღეს, სალიბაურის 1 საჯარო სკოლას ვეწვიეთ და ბავშვები ახალი წიგნებით გავახარეთ. დიდი მადლობა #გალფს. დიდი მადლობა #მახინჯაურის 1 საჯარო სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს და პროექტს #წიგნიავტორიმკითხველი.