გარდაიცვალა ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი გენადი მახარაძე
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მთელი გუნდი ღრმა გულისტკივილითა და მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი ბიბლიოთეკის დირექტორი, ბატონი გენადი მახარაძე.
ბატონი გენადი გახლდათ ბიბლიოთეკის უერთგულესი დამცველი. იგი თავდაუზოგავად ზრუნავდა ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაზე 21 წლის განმავლობაში. ჩვენ დაგვტოვა ბათუმისთვის საყვარელმა პიროვნებამ და საოცარმა ადამიანმა.
ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს ამ დიდ დანაკლისს.
პანაშვიდი 8 სექტემბერს 18 საათზე. დაკრძალვა 9 სექტემბერს 15 საათზე. მისმართი ქობულეთი, ქვედა კვირიკე.