სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ესეების კონკურსი რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის
ესეების კონკურსი რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის

23 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსი „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა. ესეების კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" რეგიონალურ ბიბლიოთეკებში 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართა. იგი საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში ჩატარდა. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა  ულოცავს ჩვენი  ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსს, ქალბატონ ინგა გოგიბერიძეს საუკეთესო ესე-მახარობელი ესეს ტიტულს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს...


«««