სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ჩაერთო პროექტში „ციფრული ფოტომატიანე“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ჩაერთო პროექტში „ციფრული ფოტომატიანე“

2015 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივ პროექტში „ციფრული ფოტომატიანე“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. კოლექცია ეძღვნება აჭარას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ყველა ოჯახში ინახება ფოტოალბომები, რომელშიც აისახება ამ ოჯახის წევრთა წარსული. ეს ფოტოები საზოგადოებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია და მათი მოძიებითა და ინტერნეტში განთავსებით ჩვენ უკეთ გავაცნობთ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს ჩვენს მხარეს და მომავალ თაობებს შევუნახავთ ისტორიას. ასე რომ შემოგვიერთდით, მოგვაწოდეთ თქვენი საოჯახო ფოტოები და ღია ბარათები. პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 0(422) 273574; 0(422) 277365; 593 461819; 593 304403; 593 490303 ან მოიტანეთ თქვენი ფოტოები ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში. მისამართი: ქ. ბათუმი ვაჟა-ფშაველას ქ. №21.


«««