სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბები
23 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2019 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის კერძო სკოლა “გორდას” მიწვეული პედაგოგი რუსუდან ჭაჭუა მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა. ​დღევანდელი საუბრის თემა საქართველოში გადამფრენი ფრინველების სახეობებს შეეხებოდა. შესაბამისად, ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს ლია შალვაშვილის მოთხრობა “რატომ მიფრინავენ ფრინველები შემოდგომით?” წაუკითხა. ასევე მოსწავლეების მოთხოვნით, განიხილეს ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობა “დროის ფასი”.

»»»

20 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
2019 წლის 20 ოქტომბერს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა მკითხველთა კლუბის “შენი სივრცე” შეხვედრა. კლუბის ხელმძღვანელმა მარიკა ძნელაძემ დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად განიხილა მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა “თეთრი საყელო”. მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა წერის სტილმა, და

»»»

13 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
2019 წლის 13 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლდა მკითხველთა კლუბის “შენი სივრცე” შეხვედრები. ამ სეზონის პირველ შეხვედრა მიეძღვნა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას, მომდევნო შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელმა მარიკა ძნელაძემ ჩანიშნა 2019 წლის 20 ოქტომბერს, 12 საათზე. შეხვედრაზე ახალგაზრდები განიხილავენ მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას “ თეთრი საყელო”.

»»»

10 ოქტომბერი 2019 წელი
„კითხვის დრო ინგასთან ერთად“ მწვანე კონცხის დაწყებით სკოლაში
2019 წლის 10 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ გასვლითი შეხვედრა გამართა და პროექტ „კითხვის დრო ინგასთან ერთად“ ფარგლებში დაბა მახინჯაურის №1 საჯარო სკოლისაკენ გაეშურა. ალბათ ყველამ არ იცის რომ ამ საჯარო სკოლას, მწვანე კონცხის ულამაზეს სოფელში, დაწყებითი სკოლა ჰყავს შვილად და მას ქალბატონი ცირა ქობულაძე ხელმძღვანელობს. პატარებმა დიდი სიყვარულით მოისმინეს გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი ,,პეპელა’’ და მეზღაპრეს აღუთქვეს რომ ამავე ზღაპრის პერსონაჟების ნახატებით აუცილებლად ესტუმრებოდნენ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას.

»»»

9 ოქტომბერი 2019 წელი
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2019 წლის 9 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლის პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ. პატარებს, ტრადიციულად, ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა უმასპინძლა. ლელა სურმანიძე მოსწავლეებს წელიწადის ყველაზე ლამაზ სეზონზე - შემოდგომაზე ესაუბრა. თვალსაჩინოებისთვის გივი ჩიღვინიძის წიგნიდან “მზე შინა და მზე გარეთა” მოთხრობა ”რთველი" წაუკითხა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყურძნის მოვლისა და დაკრეფის ტრადიციებზე მოგვითხრობს. მოსწავლეებმა შემოდგომაზე დაწერილი სხვადასხვა მწერლის ლექსებიც წაიკითხეს. ღონისძიებას სიმბოლურად, ფონად ქართველი ცნობილი კომპოზიტორის გია ყანჩელის “ყვითელი ფოთლები” გასდევდა. ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებმა ბავშვთა დარბაზის გარდა, სხვა სივრცეებიც დაათვალიერეს და საცავებში განთავსებულ წიგნად ფონდს გაეცნენ. ასევე, დარეგისტრირდნენ მკითხველებად.

»»»