სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
17 ნოემბერი 2018 წელი
ტრენინგი „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“
2018 წლის 17 ნოემბერს 11-დან 18 საათამდე და 18 ნოემბერს 10-დან 14 საათამდე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ჩაატარებს ტრენინგს ბიბლიოთეკის თანამშრომლებისათვის „ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება საჯარო ბიბლიოთეკებში“. ტრენინგის ხანგრძლივობა -11 საათი. ტრენინგის მოდულები: 1. ახალი საბიბლიოთეკო სერვისების განვითარება. 2.ტრენერთა ტრენინგი (TOT) ბიბლიოთეკარებისთვის. 3.ეფექტური პრეზენტაცია -ცოდნის გაზიარების ტექნიკა. ტრენინგს ჩაატარებს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი.

»»»

16 ნოემბერი 2018 წელი
საქართველოში გროვდება ხელნაწერი ლექსები
საქართველოში გროვდება ხელნაწერი ლექსები: ოჯახის წევრების, წინაპრების, სასულიერო პირების, ემიგრანტების ან გარდაცვლილ ახლობელთა მნიშვნელოვანი ხელნაწერები. ხელნაწერებს აგროვებს ქალბატონი ნინო სალუქვაძე. ტელ; 577 52 10 13 ხელნაწერები შეგიძილიათ მოიტანოთ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მის., ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა #21 ტელ; 27-35-74 ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია.

»»»

12 ნოემბერი 2018 წელი
„პოეზიის დრო“
არის დრო და წუთები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია. რადიო-გადაცემა „პოეზიის ხუთი წუთი“ ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ახსოვს და უყვარდა. სწორეთ ასეთი „პოეზიის დრო“ ჩატარებას ვგეგმავთ, კვირაში ორჯერ ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის აივნიდან. თქვენ მოისმენთ ქართველი კლასიკოსების, თანამედროვე მწერლებისა და

»»»

10 ნოემბერი 2018 წელი
ბიბლიოთეკას ხელვაჩაურის რაიონის,ზედა ჭარნალის საბაზო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ
შემოდგომის ერთ ლამაზ მზიან დღეს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას მოულოდნელად ხელვაჩაურის რაიონის,ზედა ჭარნალის საბაზო სკოლის (დირექტორი ნატო აბაშიძე) მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. პედაგოგი ჩემი ძველი კოლეგა ვალია კოჩაძე აღმოჩნდა..აბა ბავშვებს ისე როგორ გავუშვებდი რაიმე არ წამეკითხა მათთთვის ...ჰოდა, გურამ პეტრიაშვილის "მექუდეც" წავიკითხეთ და შურსა და ერთგულებაზეც ვისაუბრეთ.

»»»

8 ნოემბერი 2018 წელი
ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია მილანის და ბერგამოს სკოლის პროფესორ -მასწავლებელი ანტონიო ჯარლეტა
ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია მილანის და ბერგამოს სკოლის პროფესორ -მასწავლებელი ანტონიო ჯარლეტა, მეუღლესთან მაია თურმანიძესთან ერთად... დაისახა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და კორსიკოს ბიბლიოთეკას შორის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

»»»