სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო
ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო
ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, 2023 წლის 27 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში, ტიციან ტაბიძის პოეზიის საღამო ჩატარდა. ღონისძიებაში ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (პედაგოგი ლამზირა ზაქარაძე).
ტიციან ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მოსწავლეებს ესაუბრნენ ბიბლიოთეკარები ელეონორა ძიგუა და ნანა ჩიკვაიძე.
მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხო, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა იყო. მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქარ­თველ მწერ­ლებს და პო­ე­ტებს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მისი ბე­ლა­დის სა­დი­დე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შექ­მნას აი­ძუ­ლებ­და, ვინც ამას არ და­თან­ხმდე­ბო­და, მათი სა­ბო­ლოო ხვედ­რი დახ­ვრე­ტა, ან შო­რე­უ­ლი ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბა იყო.
იმ რე­ჟი­მის, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლო და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა, მსხვერ­პლია ქარ­თვე­ლი სიმ­ბო­ლის­ტი პო­ე­ტი, "ცის­ფერ­ყან­წელ­თა" მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე, რო­მე­ლიც ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს.
რაც შეეხება მის პოეზიას, მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში იმსხვერპლა რეჟიმმა, ქართულ სალიტერატურო ცხოვრებაში ღრმა კვალი დატოვა და თანაბრად საინტერესო და საყვარელია მისი შემოქმედება ყველა თაობისთვის.
დღევანდელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ტიციანის ლექსები და ისაუბრეს პოეტის ტრაგიკულ ცხორებაზე;
საღამოს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე და ბიბლიოთეკარები დაესწრნენ.

 


«««