სურათი

....

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

სამკითხველო

სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება


სიახლეები
19 ოქტომბერი 2026 წელი
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განახლებული სივრცეები დაათვალიერა.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ივანე მაისურაძესთან ერთად, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის განახლებული სივრცეები დაათვალიერა.

»»»

13 ოქტომბერი 2026 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - 124 წელი ცოდნის, კულტურისა და ისტორიის სამსახურში.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა - 124 წელი ცოდნის, კულტურისა და ისტორიის სამსახურში. 1902 წლის 13 ოქტომბერი - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსების დღე დღეს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსებიდან 124 წელი შესრულდა. ბიბლიოთეკის ისტორია ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდება. მისი შექმნის იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს გაჩნდა და განათლებისა და წიგნიერების გავრცელების სურვილს გამოხატავდა. საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივითა და ქალაქის თვითმმართველობის მხარდაჭერით, 1902 წლის 13 ოქტომბერს ბიბლიოთეკამ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. დაარსების დღიდან ბიბლიოთეკა ემსახურება ცოდნის გავრცელებას, წიგნის პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მისი ისტორია ბათუმის საზოგადოებრივი ცხოვრების, ინტელექტუალური ტრადიციებისა და თაობათა შორის კულტურული კავშირის განუყოფელი ნაწილია. დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აგრძელებს განვითარებას და მკითხველებს სთავაზობს არა მხოლოდ წიგნიერებისა და განათლების სივრცეს, არამედ კულტურული შეხვედრების, შემოქმედებითი ურთიერთობისა და ახალი იდეების გაცვლის შესაძლებლობას.

»»»

15 ივნისი 2026 წელი
ბიბლიოთეკას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი, ამერიკული სივრცეების რეგიონული მრჩეველი ემი სმიტი და ამერიკული სივრცეების კოორდინატორი საქართველოში გეგა გაბუნია.
ბათუმის აკაკი წერეთელის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალი, ამერიკული სივრცეების რეგიონული მრჩეველი ემი სმიტი და ამერიკული სივრცეების კოორდინატორი საქართველოში გეგა გაბუნია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ ბიბლიოთეკის დირექტორს და გაეცნენ ბიბლითეკის საქმიანობასა და სამომავლო პროექტებს. შეხვედრის შემდგომ გაიმართა დისკუსია ბათუმის ამერიკული

»»»

12 ივნისი 2026 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია.
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ოფიციალური წარმომადგენლობა, გენერალური კონსულის ბატონი ფუად აზიზოვის ხელმძღვანელობით, ეწვია. შეხვედრის ფარგლებში ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნატალია ძიძიგურმა, სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ქართულ და

»»»

30 აპრილი 2026 წელი
ბიბლიოთეკარის დღე
30 აპრილი ბიბლიოთეკარის დღეა! დღეს საქართველოში პროფესიული დღესასწაული აქვთ ადამიანებს, რომლებიც წიგნების სამყაროსა და მკითხველს შორის უხილავ, თუმცა უმნიშვნელოვანეს ხიდს წარმოადგენენ. ბიბლიოთეკარის დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება. ბევრი ბიბლიოთეკარი უკვე ათეული წლებია, რაც დაუღალავად ემსახურება ამ კეთილშობილურ საქმეს. ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა მთელი გულით ულოცავს ყველა კოლეგას პროფესიულ დღეს!

»»»