წიგნის საერთაშორისო დღე
23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი იუნესკომ დააწესა და მას ყოველწლიურად საქართველოც დიდიენთუზიაზმით უერთდება.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების „პატარა მკითხველთა კლუბის“ ინიციატივით, ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.
შეხვედრის ფარგლებში ბავშვებმა ბევრი ახალი რამ შეიტყვეს:
ისაუბრეს წიგნის დღის დაარსების შორეულ წარსულსა და მის მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წიგნის ჩუქების ტრადიციას, რომელიც სიყვარულისა და ცოდნის გაზიარების სიმბოლოა.
ერთად წაიკითხეს ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა — „ქვეყნის გული“.
დღესასწაული საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია!
• პატარა მკითხველებს საჩუქრად გადაეცათ საბავშვო მოთხრობების კრებულები და ორიგინალური სანიშნეები.
• ბავშვები თავადაც სიხარულით შეუერთდნენ კამპანიას და ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.
• ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა ბავშვების მიერ წაკითხულმა ლექსებმა და შესრულებულმა სიმღერებმა.
მნიშვნელოვანი სიახლე:
ბავშვები ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკის მკითხველებად და შეუერთდნენ ჩვენს დიდ ოჯახს!
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს წიგნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.















