თამაზ ჭილაძე
თამაზ ჭილაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში პოეზიის საღამო ჩატარდა, რომელსაც ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები და ლიტერატურის მოყვარულები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიბლიოთეკარებმა - ელეონორა ძიგუამ და ნანა ჩიკვაიძემ ისაუბრეს თამაზ ჭილაძის მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაზე. ყურადღება გამახვილდა, როგორც მის პოეზიაზე, ისე პროზაზე, იმ მხატვრულ სამყაროზე, რომელმაც ქართველი მკითხველის სულიერი სივრცე არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებით გაამდიდრა.
საღამოს განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მწერლის ბავშვობის წლებსა და ბათუმთან მის კავშირს - ქალაქთან, რომლის სული და ატმოსფერო ხშირად იგრძნობა მის ლექსებსა და რომანებში და ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს მის შემოქმედებას.
ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა ახალგაზრების მიერ წაკითხულმა თამაზ ჭილაძის ლექსებმა, სადაც კიდევ ერთხელ გააცოცხლდა პოეტის სიტყვა და მისი პოეტური სამყარო.
მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი მწერლების სიტყვა არასოდეს კარგავს ძალას. ის ცოცხლობს იქ, სადაც არის მკითხველი, სადაც პატივს სცემენ წიგნს და ზრუნავენ კითხვის სიყვარულის გავრცელებაზე.













