ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების „ხმელი წიფელისა“ და „პაპას მსოფლიო ფიქრების“ წარდგენა
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა ქართული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ვაჟა-ფშაველა ნაწარმოებების „ხმელი წიფელისა“ და „პაპას მსოფლიო ფიქრების“ წარდგენა. ღონისძიება ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები დაესწრნენ.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ მსმენელებს მარტივად და საინტერესოდ გააცნო მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მისი შეხედულებები და ის ჰუმანისტური იდეები, რომლებიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ადამიანის, ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთობას - თემებს, რომლებიც მწერლის ნაწარმოებებში განსაკუთრებით ღრმად და შთამბეჭდავად არის გადმოცემული.
მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ წაკითხულზე, გამოეთქვათ საკუთარი აზრი და აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.













