ლიტერატურული პროექტი ,,ჩვენ და ჰაგიოგრაფია”
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ლიტერატურული პროექტის ,,ჩვენ და ჰაგიოგრაფია” ფარგლებში, სკოლა ნიკეს X კლასის მოსწავლეებმა გიორგი მერჩულეს ნაწარმოები შეაჯამეს, საინტერესო თემების წარდგენის შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია, ბოლოს კი, ორიგინალურ ვიქტორინა.
მოსწავლეებს მიმართეს განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ. ისაუბრეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მნიშვნელობაზე, ეპოქაზე და ადამიანებზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უძველესი, მსოფლიო ღირებულების ლიტერატურული შედევრები შეუქმეს.
ღონისძიებაში აქტიურად ჩართნენ პედაგოგები: ცირა მიქელაძე და თათია ფურცხვანიძე. აღნიშნეს, რომ სასკოლო ცხოვრებაში ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკარების როლი განუზომელია, ამ მხრივ კი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის დამატებით შესაძლებლობაა, მოზარდებმა საჯარო სივრცეში წარმოაჩინონ საკუთარი უნარები.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ბიბლიოთეკის დაგეგმილ ღონისძებებში, ასევე იყენებენ საბიბლიოთეკო სივრცეებს საკუთარი აქტივობებისთვის.



















