წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული სულხან-საბა-ორბელიანის იგავების მიხედვით დადგმული მინი-სპექტაკლით „იგავური სიბრძნე“ დაიხურა.
ბათუმის #9 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა გასაოცარო ოსტატობით მოირგეს სხვადასხვა იგავის გმირების როლები, სადაც გამოვლინდა მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოებისა და ზოგადად, ხელოვნებისადმი.
მოსწვალეებმა ასევე ისაუბრეს დიდი ქართველო მწერილსა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებაზე, მის ურთიერთობაზე ვახტანგ VI- თან, დიპლომატიურ მისიასა და აჭარაში მოგზაურობაზე. წაიკითხეს სულხან-საბა-ორბელიანისადმი მიძღვნილი ლექსები. განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა ზურაბ გორგილაძის ლექსმა “აჭარაში გამძარცვეს ფრიად”.
პედაგოგ ნატო შაინიძის განმარტებით, სკოლებისა და ბიბლიოთეკების ურთიერთობა და სასკოლო აქტივობების სხვა სივრცეში გადატანა, მოსწავლეებში სწავლის, საკუთარი შესაძლებლობებისა და წიგნის წაკითხვის მოტივაციას ზრდის. შესაბამისად, თანამშრომლობა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.



















