წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული დასრულდა. დასკვინთ ღონისძებაზე მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანძემ სკოლა “გორდას” I, II, III კლასის მოსწავლეებს ინგა თეთრაძის წიგნიდან „ტარომელა“ ორი მოთხრობა „წერილი მომავლიდან“ და „მირზა“ წაუკითხა.
“რატომელასთან” ერთად ცოდნის ლაბირინთში მოგზაურობისას მოსწავლეებმა გაიგეს რატომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, ისწავლეს სამშობლოს და მიწის სიყვარული, გაიცნეს საქართველოს კუთხეები, მისი ღისშესანიშნეობები და რაც მთავარია, გაიგეს მეგობრობისა და სიკეთის ძალა.
ლელა სურმანიძემ მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ წიგნის კითხვით და ცოდნით იპოვი ყველა კარის გასაღებს. მთავარია, ისწავლო, როგორ დააგროვო ცოდნა, რომლის მეშვეობითაც ყველა მწვერვალის დაპყრობას შეძლებ, რადგან ცოდნას ჯადოსნური ძალა აქვს.
მოსწავლეებმა წაკითხულის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მომავალ პროფესიებზეც ისაუბრეს.
ბავშვთა დარბაზის გარდა, “გორდელება” დაათვალიერეს მოსწავლეთ დარბაზის წიგნადი ფონდი და მთავრი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძისგან ასაკის შესაბამის ლიტერატურაზე რეკომენდაცია მიიღეს.
დღეს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას 21 ახალი მკითხველი შეემატა. მოსწავლეებს მკითხველის ბარათები განყოფილების ხელმძღვნელმა თინა ცენტერაძემ გადასცა და ბავშვებს წიგნის ხმამაღლა კითხვის მსოფლიო კვირეულსა და წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.



















