სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღია კარის დღე
ღია კარის დღე
საჯარო სკოლებისა და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების თანამშომლობა გრძელდება. ამჯერად, მოსწავლეთა დარბაზში მეათე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ( მასწავლებელი ციური ჭაღალიძე) ონჯალ რაუფის „ბიჭი ბოლო მერხზე“ წარადგინეს. მოაწყვეს ნაწარმოების მიხედვით ილუსტრირებული გამოფენა და ისაუბრეს კლასელებისა და მასწავლეების ურთიერთდამოკიდებულებებზე. 
 
წიგნი სირიელი ლტოლვილი ბიჭის რთულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც ომს დააღწია თავი და უცხო ქვეყანაში საკმაოდ რთულ, დამამცირებელ და არაჯანსაღ საზოგადოებას პირისპირ შეეჯახა. 
 
მთავარ ბიბლიოთეკართან ერთად მოსწავლეებმა სხვა რაკურსით განიხილეს რომანში წამოჭრილი პრობლემები,  იმსჯელეს მშობლების, წიგნისა და საზოგადოების როლზე პიროვნების ჩამოყალიბებაში.
ბათუმის მეათე საჯარო სკოლა.

«««